ბრაზილიაში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა

29 აპრილი 2017, 00:00 2189 ნახვა

ბრაზილიაში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. სააგენტო ,,როიტერის" ცნობით, რამდენიმე ქალაქში ერთდროულად ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ მარში გაიმართა. ეს ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საყოველთაო გაფიცვა იყო.

რიო-დე-ჟანეიროში აქტივისტებმა ავტობუსები დაწვეს და პოლიციელებს დაუპირისპირდნენ. სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. რამდენიმე აქტივისტი კი დააკავეს. ბლოკირებული იყო ქუჩები. მანიფესტანტები მთავრობის მიერ შეთავაზებული შრომის კანონმდებლობისა და საპენსიო სისტემის რეფორმას აპროტესტებენ.

ბრაზილიის პრეზიდენტის განცხადებით, შრომის კანონმდებლობაში ახალი ნორმები ეკონომიკას გამოაცოცხლებს და ამ ცვლილებების გარეშე საპენსიო სისტემა კრახს განიცდის. 

ამავე კატეგორიაში