მერაბ ღოღობერიძის ადვოკატი საიდუმლო შეხვედრაზე ისაუბრებს

28 აპრილი 2017, 00:00 3803 ნახვა

11-12 მარტის აქციის ორგანიზებაში ბრალდებულ მერაბ ღოღობერიძის გამოკითხვის დოკუმენტს, მისი ადვოკატი დღეს გაასაჯაროვებს. პაატა შავაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა იმ მაღალჩინოსნებზე ისაუბრა, რომლებიც საპროცესო გარიგების სანაცვლოდ, სუს-ის თანამშრომლის, ვინმე ყიფიანის მხილებას სთხოვდნენ.

მერაბ ღოღობერიძის მტკიცებით, მას ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანი წინასწარი დაკავების იზოლატორში შეხვდა და მოუწოდა დამატებითი ჩვენება მიეცა, სადაც აღიარებდა, რომ ბათუმის 11-12 მარტის აქცია სუს-ის თანამშრომელთან ერთად დაგეგმა.

ბრალდებულთან შეხვედრის პარალელურად, პაატა შავაძემ გუშინ სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძის გადაწყვეტილებაც გაასაჩივრა, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის 2 თვიან წინასწარ პატიმრობას ითვალისწინებს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში