5 სოფელი შეღავათების გარეშე და გამგეობა, რომელიც დახმარების ვალდებულებას ვერ ხედავს

27 აპრილი 2017, 00:00 2605 ნახვა

მაჭახლის ხეობის 4 სოფელი ამ დრომდე ვერ სარგებლობს მთის კანონით, რომელიც მთაში მცხოვრებ მოსახლეობისთვის ელექტროენერგიაზე, ხელფასებზე, პენსიებზე, მრავალშვილიანობაზე და სხვა ტიპის სფეროებზე შეღავათებს გულისხმობს. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათთვის გაუგებარი მოტივით ხეობის ერთი სოფელი მოხდა ამ სტატუსის ქვეშ, უფრო მაღალ ზონაში მდებარე სოფლები კი არა. ითხოვენ, მოხდეს ამ გადაწყვეტილების გადახედვა და მათაც მიეცეთ საშუალება ისარგებლონ შეღავათებით.  ხეობაში სტატუსი მხოლოდ ერთ სოფელს, ქვედა ქოქოლეთს აქვს, თუმცა ვერც ამ სოფლის მკვიდრნი ახერხებენ მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობას.

უკვე მეორე წელია მაჭახლის ხეობაში მაცხოვრებლები ითხოვენ დახმარებას, თუმცა ხელვაჩაურის გამგეობაში არსებული სპეციალური კომისია, რომელიც ვალდებულია ეს საკითხი განიხილოს, ამბობს რომ მათთვის მოქალაქეებს ოფიციალურად არ მიუმართავს. 

მაუწყებელთან საუბარში, სპეციალური კომისიის მდივანი განმარტავს, რომ ვერ ხედავს ვალდებულებას მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებლებს მიაწოდოს ინფორმაცია, როგორ უნდა მოითხოვონ სტატუსის მინიჭება და ისარგებლონ ამ შეღავათებით.  

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში