ხულოს საკრებულოს სხდომა

27 აპრილი 2017, 00:00 3781 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტში  ალპური ბოტანიკური ბაღის განაშენიანების რეგულირების გეგმას ხულოს საკრებულოს  ოპოზიციონერმა დეპუტატებმა  მხარი არ დაუჭირეს. პარტია „ევროპული საქართველოს „ წარმომადგენელის - ნუგზარ სოლომონიძის განცხადებით,  ალპური ბოტანიკური ბაღის გაშენება სოფელ დეკანაშვილებში მცხოვრებლების მიწის ნაკვეთებზე იგეგმება.

დეპუტატი განმარტავს, რომ მართალია მათ მიწა საკუთრებაში რეგისტრირებული არ აქვთ, თუმცა წლებია სარგებლობენ.   მისივე განმარტებით,  ტერიტორიის განაშენიანებით მუნიციპალიტეტი სარგებელს ვერ ნახავს.  ოპონენტთა შენიშვნები ხულოს საკრებულოს თავმჯდომარისათვის მიუღებელია. ჯამბულ ხოზრევანიძის განცხადებით, ბეშუმის ტერიტორიაზე ალპურ ბოტანიკური ბაღის გაშენებით ტურისტების რაოდენობა გაიზრდება.

ამავე კატეგორიაში