ფონდ ''მემორიალის'' ინიციატივა

26 აპრილი 2017, 00:00 2082 ნახვა

რეგიონის  საკანონმდებლო ორგანოში დღეს ფონდ  „მემორიალის“ წევრებს უმასპინძლეს. აჭარის ორგანიზაციის  ხელმძღვანელმა დეპუტატებს ფონდის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე ინფორმაცია მიაწოდა. ცნობილია, რომ „მემორიალის“ ინიციატივით,   22 ივლისი  რეპრესირებულთა ხსოვნის დღედ გამოცხადდა.

ფონდის წარმომადგენლებმა   კომუნისტური რეჟიმის რეპრესიების შედეგად დახვრეტილთა საიდუმლო სამარხები მოიძიეს, რის შემდეგაც  საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივები შეიტანეს. ორგანიზაციის მიზანი, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა და მათი პირველი რიგის მემკვიდრეების სოციალური დაცვაა.

ფონდის წარმომადგენლებმა უმაღლესი საბჭოს წევრებს საკანონმდებლო და პოლიტიკური კუთხით თანამშრომლობის წინადადებით მიმართეს.   სამუშაო შეხვედრა მომავალი კვირისთვის  დაიგეგმა.   

ამავე კატეგორიაში