ამერიკული წყალქვეშა ხომალდი სამხრეთ კორეის სანაპიროს მიუახლოვდა

25 აპრილი 2017, 00:00 2112 ნახვა

ამერიკული წყალქვეშა ხომალდი სამხრეთ კორეის სანაპიროს მიუახლოვდა. ტომაჰოკის რაკეტებით აღჭურვილი წყალქვეშა გემი ''მიჩიგანი" უახლოეს ხანებში ამერიკულ ესკადრას შეუერთდება, რომელსაც ავიამზიდი ვინსონი მეთაურობს. საზღვაო ფლოტის დამრტყმელი ჯგუფი კორეის ნახევარკუნძულის სანაპიროებს უახლოვდება.

ამერიკის თავდაცვის უწყებამ აღნიშნულს ჩრდილოეთ კორეასთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე, ძალის დემონსტრირება უწოდა. ფხენიანი კი ამერიკული გემების ჩაძირვით დაიმუქრა.

ამავე კატეგორიაში