ელ კლასიკო | მადრიდის რეალი 2-3 ბარსელონა

24 აპრილი 2017, 00:00 3909 ნახვა

მადრიდში, რეალსა და ბარსელონას შორის შეხვედრა 2-3 სტუმრების გამარჯვებით დასრულდა. თამაში სანახაობრივი და უხვგოლიანი აღმოჩნდა. პირველი ტაიმი ფრედ 1-1 დასრულდა. მეორე ტაიმის 77-ე წუთზე უხეში თამაშისთვის სერხიო რამოსი გააძევეს. 85-ე წუთზე კი შეცვლაზე შემოსულმა ხამეს როდრიგესმა წონასწორობა აღადგინდა 2-2.

თამაშის ბოლო წუთზე კი ლიონელ მესიმ გაიტანა და დუბლი გაიფორმა, რომელსაც უკვე 500 გოლი დაუგროვდა ლა ლიგაში. 
ამ დროისთვის რეალს და ბარსელონას თანაბარი ქულები აქვთ 75-75, მაგრამ მადრიდელებს 1 თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.



ბაკურ ფარტენაძე
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში