ენმ საერთაშორისო ორგანიზაციებს ხეების გადარგვის პროცესით დაინტერესებას თხოვენ

22 აპრილი 2017, 00:00 2549 ნახვა

ნაციონალური მოძრაობის გზავნილი და მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებს. ოპოზიცია გარემოს დამცველებს აჭარის რეგიონიდან გურიაში, დენდროლოგიურ პარკში ხეების გადარგვის პროცესით დაინტერესებას თხოვენ და მათ  შესაბამის ვიდეო-ფოტო მასალას უგზავნის.

ნაციონალური მოძრაობის წევრების განმარტებით, ხეების გადარგვით გარემოზე ზიანის მიყენების შესახებ ინფორმაცია, მათივე მტკიცებით უკანონო ნებართვების გაცემისა და ხეების ტრანსპორტირების დროს საგზაო მოძრაობის შეფერხების შესახებ ინფორმაცია  შესაბამის სახელისუფლებო უწყებებს წერილობით არაერთხელ გამოითხოვეს, თუმცა განმარტებები ამ დრომდე არ მიუღიათ. ოპოზიცია მიმდინარე მოვლენების შეფასებას ახალა უკვე მათი მიმართვის ახალი ადრესატებისგან ელოდება.

აჭარის მთავრობაში ნაციონალურ მოძრაობას პასუხობენ და განმარტავენ, რომ ხეების გადარგვასთან  დაკავშირბით ყველა პროცედურა კანონიერია, რაზეც პასუხი, როგორც მთავრობის პრესამსახურში განმარტავენ, არაერთხელ გაიცა.

ამავე კატეგორიაში