სინოპტიკოსების გაფრთხილება: მოსალოდნელია ძლიერი ქარი

22 აპრილი 2017, 00:00 5864 ნახვა

შავი ზღვის სანაპირო ზოლში ხვალ დილით ტემპერატურა 25 გრადუსამდე მოიმატებს, შუადღიდან კი გაძლიერდება დასავლეთის ქარი.

ამინდის მოსალოდნელი ცვლილების შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს გარემოს ეროვნული სააგენტო.  რამდენად გაუარესდება ამინდი, ამის შესახებ საუბრობს - გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზირების სამმართველოს უფროსი.

 

 

”საქართველოს ტერიტორიაზე,  გუშინ დაიწყო გავრცელება შავი ზღვის ციკლონთან დაკავშირებულმა ფრონტებმა, დღეს მკვეთრად დაეცა ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში.  ხვალ დილიდან კი, დასავლეთ საქართველოში იქროლებს აღმოსავლეთის ძალიან ძლიერი ქარი. ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და გორი სურამის მონაკვეთზე  შესაძლოა ქარის სიჩქარემ 30 მეტრ წამს მიაღწიოს. შესაძლოა, პრობლემები შეიქმნას, ამიტომ ქარის დროს მოსახლეობა უნდა იყოს ძალიან ფრთხილად” - განაცხადა სვეტლანა ნიორაძებ

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში