გამკაცრებული სანქციები

21 აპრილი 2017, 00:00 1548 ნახვა

კიდევ ერთი კანონი, რომელშიც ცვლილებები შედის, ოჯახში ძალადობას ეხება. პარლამენტი განხილვას მეორე მოსმენით აგრძელებს. ცვლილებები მოიცავს არა მხოლოდ ძალადობას ოჯახის ფარგლებში, არამედ ზოგადად ქალის მიმართ გამოვლენილ ძალადობასაც. ცვლილებებით, შემაკავებელ ორდერს ასამოქმედებლად  სასამართლოს ნებართვა აღარ დასჭირდება. ცვლილებები ეხება გენიტალიების დამახინჯების კრიმინალიზაციასაც. დასჯადი გახდება ადამიანზე ადევნება, ძალადობის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ იარაღის პირად საკუთრებაში ტარება და იზრდება ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებათა ჩამონათვალი. საკანონმდებლო პაკეტს დღეს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი სანდრო ბარამიძე წარადგენს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი