საკადრო ცვლილებები ენმ-ში

21 აპრილი 2017, 00:00 4338 ნახვა

“ნაციონალურ მოძრაობას” აჭარაში ახალი პოლიტსაბჭო ჰყავს, რომელსაც გია აბულაძე უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება დღეს პარტიის რეგიონული ორგანიზაციის კონფერენციაზე მიიღეს.

21 კაცისგან დაკომპლექტებულ პოლიტსაბჭოში, 9 ახალი წევრია. მათგან 5 ახალი სახეა: ლია მგელაძე, გივი ნახუცრიშვილი, მამუკა ხარაზი, ლევან ანთაძე და ირაკლი ზოიძე. პარტიაში აცხადებენ, რომ პოლიტსაბჭო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადება.

ნუცა ჩხაიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში