საკონსტიტუციო ცვლილებებზე არსამათავრობოების ხედვა - პოზიტიური და ნეგატიური ჩანაწერები

21 აპრილი 2017, 00:00 2602 ნახვა

"უპირველესად, გვინდა, აღვნიშნოთ, რომ კონსტიტუცია, როგორც ქვეყნის უზენაესი კანონი, უნდა ეფუძნებოდეს ფართო საზოგადოებრივ და პოლიტიკურ კონსენსუსს, რაც გამორიცხავს იმას, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე არ იქნეს გათვალისწინებული კომისიის წევრთა და საზოგადოების სხვა წარმომადგენელთა მკაფიოდ ნეგატიური ერთიანი პოზიციები" - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც  "საერთაშორისო გამჭვივალობა საქართველოს" ვებგვერდზე დაიდო. შემდეგ კი პუნქტობრივად არის ჩამოწერილი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით საკონსტიტუციო ცვლილებების ნეგატიური და პოზიტიური მხარეები .  

მათი მხრიდან პოზიტიურად შეფასდა: ჩანაწერი ევროპულ და ევროატლანტიკურ სრტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ და მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად გარანტიების ჩადება კანონში. 

ასევე, კონსტიტუციაში ჩანაწერი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უფლებაზე. დადებით კონტექსტში შეფასდა რიგი ინსტიტუტების კონსტიტუციური დამოუკიდებლობის გარანტიები - ისეთ ორგანიზაციების, როგორიცაა საზოგადოებრივი მაუწყებელი, პროკურატურა, სასამართლო ხელისუფლება. 

ნეგატიურად არის შეფასებული:   პარლამენტის არჩევის წესი და მანდატების გადანაწილების სისტემა.  პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმება.  ცვლილებები, რომელიც მათი შეფასებით ადამიანის უფლებათა სფეროში უკან გადადგმული ნაბიჯებია, განსაკუთრებით აღნიშნულია ჩანაწერი ქორწინების უფლებაზე.

ნეგატიურ შეფასებებს შორის მოხვდა უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების წესის ცვლილება და მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადა, რომელიც არასამათვრობო ორგანიზაციების შეფასებით სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს საფრთხეს უქმნის. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის მოკლე შეფასებას საკუთარ გვერდზეე აქვეყნებს. იხ. ვრცლად

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი