რამდენად შეიცვლება სტუდენტური თვითმმართველობა და იქნება თუ არა ის დამოუკიდებელი?

21 აპრილი 2017, 00:00 3113 ნახვა

რამდენად შეიცვლება სტუდენტური თვითმმართველობა და იქნება თუ არა ის დამოუკიდებელი? პარლამენტში განათლების კომიტეტში ახალი ინიციატივები პირველი მოსმენით განიხილეს. 

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ამბობს, რომ ცენტრალიზებული სტუდენტური თვითმმართველობის სისტემა შეიცვლება და იგი სტუდენტების უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებული. "სტუდენტური თვითმმართველობა, რომელსაც ჰქონდა ცენტრალიზებული ფორმა შეიცვლება. გარკვეულწილად არასახარბიელო იმიჯი ამ ინსტიტუტს სწორედ იმის გამო გაუჩნდა, რომ ცენტრალიზებული ფორმა და ფინანსური რესურსებთან უპირატეს წვდომა ჰქონდა.  ამიტომ, აუცილებელია შეიცვალოს ეს სისტემა და მოხდეს დეცენტრალიზაცია.პრინციპულად იცვლება ის, რომ სტუდენტური თვითმმართველობა უნივერსიტეტების დონეზე იქნება ორიენტირებული სტუდენტების უფლებების დაცვაზე და არა იმ მასშტაბური ღონისძიებების განხორციელებაზე, რომელიც პრაქტიკაში აქვს დამკვიდრებული" აცხადებს მარიამ ჯაში.

ცვლილებების მიხედვით, უნივერსიტეტების თვითმმართველობების 10 პროცენტიანი მონაწილეობით იქნება არჩეული ხოლო სხვა სტუდენტებს ისევ ექნებათ საშუალებები ასოციაციები ან ორგანიზაციები ჩამოაყალიბონ.

​კითხვაზე, რამდენად უზრუნველყოფს არსებული ცვლილებები უნივერსიტეტის თვითმმართველობის დამოუკიდებლობა უზრუნველყოს გარე ძალების მხრიდან,განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს შესაძლებელია. "ჩვენს მიერ შემოთავაზებული ცვლილებები პრაქტიკულად აძლევს თითოეულ სტუდენტს უფლებას იყოს არჩეული ​ფაკულტეტურ საბჭოში და სენატში, მიუხედავად იმისა არის თუ არა თვითმმართველობაში და ეს არის უკვე პროგრესული ნაბიჯი, რომელიც გააჯანსაღებს სიტუაციას და ჩაურევლობა სწორედ ამ ინიციატივით იქნება უზრუნველყოფილი"

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში