პროტესტი საბავშვო ბაღში

20 აპრილი 2017, 00:00 3002 ნახვა

ბათუმის მე-6 საბავშვო ბაღში პედაგოგსა და ადმინისტრაციას შორის 2015 წელს დაწყებული დავა გრძელდება. ბაღების გაერთიანებამ, 2 წლის წინ, სამსახურიდან ჯერ ის ძიძა გაათავისუფლა, რომელმაც მოზარდს შეურაცხყოფა მიაყენა, მოგვიანებით კი ის პედაგოგი დაითხოვეს, რომელმაც ფაქტი დააფიქსირა.

ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ნათია ცინცაძე სამსახურიდან სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის დაუმორჩილებლობის გამო დაითხოვეს. იგი სასამართლომ სამსახურში აღადგინა. პედაგოგს დღეს ბაღში აღსაზრდელების მშობლები პროტესტით დახვდნენ, ამბობენ, რომ მოზარდები ახალ მასწავლებელს ვერ შეეგუებიან. ბაღის ადმინისტრაცია სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში