დეკანოზის სარჩელი სტრასბურგში

19 აპრილი 2017, 00:00 2274 ნახვა

რამდენიმე დღეში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის სარჩელი გაიგზავნება. სასულიერო პირი სარჩელს ხელს სავარაუდოდ  დღეს მოაწერს. ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტის ინფორმაციით, საქმე ეხება დაცვის მხარისთვის საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ დაწესებულ გაუთქმელობის პირობას.

ეკა ლომიძე აცხადებს, რომ ამის გამო ადვოკატები სრულფასოვნად ვერ ახერხებენ დაცვის უზრუნველყოფას, მათ შორის მოწმეების დაკითხვას, ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას და სხვა საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას. 

ამავე კატეგორიაში