ბათუმის მერიის განცხადება

19 აპრილი 2017, 00:00 3437 ნახვა

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ თამარის დასახლებაში დაზიანებული სახლის სახურავის შეკეთება უახლოეს დღეებში დაიწყება. განცხადება ა(ა)იპი "ბათუმის კორპუსმა" დღეს გააკეთა.

მერიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში წერია: " ბათუმში ღამით ძლიერმა ქარმა თამარის დასახლებაში კორპუსს სახურავი გადახადა. ამ დროისთვის ადგილზე იმყოფებიან ა(ა)იპ ,,ბათუმის კორპუსის“ წარმომადგენლები და მიმდინარეობს მდგომარეობის შესწავლა. დღეიდანვე განხორციელდება დაზიანებული სახურავების დროებით ბრეზენტით გადახურვა და დაპროექტების სამუშაოები. რამდენიმე დღეში კი დაიწყება სახურავების გადახურვის სრული რეაბილიტაცია.

ქარის შედეგად წაქცეულია ერთი ხე პუშკინისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების კვეთაში. გამწვანების სამსახური წაქცეული ხის გატანის სამუშაოებს ახორციელებს. გრძელდება მონიტორინგი უბნების მიხედვით. შპს ''სანდასუფთავებამ“ 01:00 სთ-დან დაიწყო წაქცეული ურნების გასწორება და ნაგვის გატანა. დილის 05:00სთ-დან კი, გეგმის მიხედვით გაგრძელდა ქუჩების დასუფთავების სამუშაოები". 

ამავე კატეგორიაში