ნაციონალური მოძრაობა "თვითმმართველობის შესახებ კანონში" ცვლილებებს ითხოვს

18 აპრილი 2017, 00:00 3478 ნახვა

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები "თვითმმართველობის შესახებ კანონში" ცვლილებებს ითხოვენ. ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატიორი გია აბულაძე აცხადებს, რომ ცვლილებები, აჭარის მთავრობას უფრო მეტი კოორდინირებული მუშაობის საშუალებას მისცემს რეგიონში.

"დღეს მოქმედი კოდექსით თვითმმართველობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქვს სამართლებლივ ზედამხედველობას უფლებამოსილება თვითმმართველობებზე. ჩვენ ვითხოვთ ამ ტიპის ზედამხედველობის უფლება, მეტი ეფექტურობისთვის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ქონდეს. მაგალითად თუ რაიმე ტიპის უფლებამოსილება დელეგირებული აქვს მერიას ცენტრალური ხელისუფლებისგან, აჭარის მთავრობამ განახორციელოს მეთვალყურეობა მასზე. 

ამასთან, მნიშვნელოვანია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ქონდეს იგივე უფლებები, რაც დრევანდელი კოდექსით აქვს საქართველოს ყველა გუბერნატორს. ანუ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესაც, უნდა შეეძლოს თვითმმართველობებთან  შექნას საბჭო, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს. ეს მისცემს აჭარის მტავრობას საშუალებას უფრო კოორდინირებული მუშაობა გაწიოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ და აჭარის ავტონომიის მმართველმა გუნდმა ერთობლივად" - განაცხადა გია აბულაძემ აჭარის მაუწყებელთან საუბრისას.  

გია აბულაძის თქმით,  დღეს არსებული პრაქტიკით ყოველდღიურ საქმიანობაში ამას აკეთებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თუმცა ამას კანონი თვითმმართველობის შესახებ არ ითვალისწინებს. 

"გადახედეთ ნებისმიერ ვიზიტს, ან მთავრობის სხდომაზე მოწვეული გამგებლების შეხვედრას, პრაქტიკულად კოორდინაციისთვის მუშაობა ხდება, თუმცა ისე რომ კანონი ამის საშუალებას არ იძლევა. ჩვენ გვინდა, რომ ეს კანონმაც გაითვალისწინოს" - განაცხადა აბულაძემ.

ამავე კატეგორიაში