7 საათი ელექტროენერგია პერიოდულად გაითიშება

18 აპრილი 2017, 00:00 3681 ნახვა

ხვალ, აჭარის მასშტაბით, ელექტროენერგია 11-დან 18 საათამდე, პერიოდულად შეეზღუდებათ ქალაქ ბათუმში ფარნავაზ მეფის, გორგასალის, მელიქიშვილის ქუჩების აბონენტებს. ასევე, ბათუმის გარეუბნებში აგარას, ორთაბათუმსა და ყოროლისთავის მაცხოვრებლებს.

დროის იგივე მონაკვეთში შეზღუდვები დაწესდება ელექტროენერგიაზე ხელვაჩაურში გონიოს, სარფის, კვარიათის, კაპანდიბისა და დაბა ხელვაჩაურის ნაწილში.

ქობულეთში პერიოდულად გაითიშება შუქი რუსთაველისა და აღმაშენებლის ქუჩებზე და დაბა ჩაქვში.

მაღალმთიან აჭარაში კი იგივე პერიოდულობით შეზღუდვა ღორჯომს, გელაურასა და საციხურს შეეხება.

ამავე კატეგორიაში