რაგბი - საფრანგეთი VS საქართველო

15 აპრილი 2017, 00:00 3809 ნახვა

დღეს საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში მიმდინარე „რაგბი - ევროპის ღია ჩემპიონატის“ ფინალურ შეხვედრაში მასპინძელ თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდება. ქალაქ ბრეტანში მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც წელს აშშ, კანადა და იაპონიაც დაემატნენ, გადამწყვეტ შეხვედრაში ზედიზედ მესამედ უპირისპირდება საფრანგეთს. წინა ორ შემთხვევაში გამარჯვება საქართველოს მეტოქეს დარჩა.

ამავე კატეგორიაში