სასათბურე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა

12 აპრილი 2017, 00:00 3115 ნახვა

სასათბურე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ორ ნახევარ ჰექტარ მიწის ფართობზე სასათბურე კომპლექსის მოწყობას გეგმავს. ამისთვის უწყებამ 2 მილიონ 600 ათასი ლარი უკვე გამოჰყო. სამინისტროს ინფორმაციით, თანამედროვე ტიპის მაღალტექნოლოგიური სათბურები ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში აშენდება და ფერმერებს იჯარით გადაეცემა.

სამშენებლო სამუშაოებისთვის ტენდერი უახლოეს პერიოდში უნდა გამოცხადდეს, დაინტერესებული პირების შერჩევა კი მაისის შუა რიცხვებიდან დაიწყება. პროგრამის სხვა დეტალები ფერმერებს დღეს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ, აგროპროექტების მართვის ცენტრის დირექტორთან ერთად გააცნო.

ამავე კატეგორიაში