სახალხო დამცველის ანგარიში

12 აპრილი 2017, 00:00 1719 ნახვა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დღეს სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენა განახლდება. კომიტეტის სხდომას სამი უწყების, შინაგან საქმეთა, დევნილთა და განსახლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ომბუცმენი ყურადღებას გაამახვილებს  პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე, არაეფექტურ გამოძიებებსა და ეფექტური საგამოძიებო ორგანოს შექმნის საკითხზე.   ოპოზიცია ომბუდსმენის იდეას ალტერნატიული  საგამოძიებო ორგანოს შექმნასთან დაკავშირებით იზიარებს.  

მმართველი გუნდი კი ომბუცმენის მოსაზრებას არ ეთანხმება.

ამავე კატეგორიაში