აჭარა დეველოპმენტი: ჩვენ მუშების დავალიანება არ გვაქვს

10 აპრილი 2017, 00:00 3275 ნახვა

კომპანია ''აჭარა დეველოპმენტში'' აცხადებენ, რომ მათ მიერ ჩატარებული სამუშაოებისთვის შპს ''მონოლითს''  საფასური უკვე გადაუხადეს, თუმცა, არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების ნაწილი არ ჩაიბარეს. ''აჭარა დეველოპმენტში'' აცხადებენ, რომ მათ მუშების მიმართ ფინანსური დავალიანება არ აქვთ. ქვეკონტრაქტორ შპს “მონოლითში “, ირწმუნებიან რომ მათ ხარვეზი არ ჰქონიათ, სამუშაოები კი, რომელთა გამოც კომპანიამ თანამშრომლობაზე უარი თქვა, არ დასრულებულა. სამუშაოს ვადებთან დაკავშირებით მათ მოლაპარაკებები არ ჰქონიათ. 

კომპანიის წინააღმდეგ  დღეს აქცია  დასაქმებულებმა გამართეს.

 

ამავე კატეგორიაში