მართლმადიდებლები დღეს ბზობას აღნიშნავენ

09 აპრილი 2017, 00:00 1823 ნახვა

მართლმადიდებელი ეკლესია იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბაიაობას ანუ ბზობას აღნიშნავს. 
ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ბზობის სადღესასწაულო ღამისთევის წირვა აღავლინა მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ სამღვდელოებასთან ერთად. დღესვე ეპარქიის ბერ-დიაკონი სერაფიმე (ფოლომეევი) ხელდასმული იქნა მღვდელ-მონაზვნად. 
ბზობის სადღესასწაულო წირვა დილიდან ყველა მოქმედ მართლმადიდებულ ტაძარში აღევლინება, რომლის დასრულების მერე ბზას აკურთხებენ.

ამავე კატეგორიაში