სარჩელი საარჩევნო კოდექსის რიგ ნორმაზე

06 აპრილი 2017, 00:00 2745 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლო საარჩევნო კოდექსის იმ მუხლების კონსტიტუციურობაზე მსჯელობს, რომელიც პარლამენტში პარტიებისთვის მანდატების გადანაწილების წესს არეგულირებს. მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ სადავო ნორმა ვერ უზრუნველყოფს მანდატების გადანაწილებას მოპოვებული ხმების მიხედვით.

მოსარჩელეების შეფასებით, მანდატების რაოდენობა პროპორციული სისტემით მიღებული ხმების რაოდენობასთან მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული. მაგალითად თუ 150 მანდატიან პარლამენტში, პროპორციული სისტემით, რომელიმე პარტია მიიღებს ხმების 50 პროცენტს, მას პროცენტის შესაბამისი მანდატი უნდა მიენიჭოს.   

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში