საკონსტიტუციო სასამართლოზე მიმართვა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია

06 აპრილი 2017, 00:00 2354 ნახვა

ე.წ. უკანონო მოსმენების შესახებ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საკოსნტიტუციო სასამართლოს შეუძლია ნებისმიერმა მოქალაქემ მიმართოს. ამის საშუალებას მოქალაქეებს  კამპანია "ეს შენ გეხება" აძლევს, რომელმაც ელექტრონული სარჩელის ფორმის აპლიკაცია გაავრცელა.  "ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე სცნო არაკონსტიტუციურად. თუმცა, საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა სასამართლოს შენიშვნები. შედეგად, ფარული მიყურადების ახალი კანონმდებლობა კვლავ ვერ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და საქართველოს კონსტიტუცია ისევ ირღვევა. ახალი კანონმდებლობით კიდევ უფრო მატულობს პერსონალურ მონაცემთა ხელშეუხებლობის დარღვევის რისკები. ელექტრონული სარჩელის ეს ფორმა საქართველოს ყველა მოქალაქეს აძლევს შანსს - გამოიყენოს მის ხელთ არსებული სამართლებრივი მექანიზმი და გაასაჩივროს აღნიშნული კანონმდებლობა" - წერია აპლიკაციაში, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია შეავსოს.  
ბათუმში, ე.წ. მოსმენების კანონთან საკუთარი პოზიციის დაფიქსირება მოქალაქეებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ბათუმის ფილიალში შეუძლია.  ორგანიზაციის წარმომადგენლი მალხაზ ჭკადუა აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ორგანიზაციაში ორი მოქალაქის სარჩელი შევიდა.  "მოქალაქეებს შეუძლიათ მოვიდნენ ჩვენს ოფისში, რომელიც ბათუმში, ფარნავაზ მეფის 74 ნომერში მდებარეობს.   თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა და ჩვენ დავეხმარებით სარჩელის შევსებაში" -  განაცხადა საერთაშორისო გამჭვივალობა საქართველოს წარმომადგენელმა მალხაზ ჭკადუამ.  მისივე ინფორმაციით,მოქალაქეების სარჩელების მიღება 10 აპრილამდე გაგარძელდება და საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდება.  
ე.წ. მოსმენების შესახებ კანონმდებლობის არაკოსნტიტუციურობის ცნობის მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოს "საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ" და "ევროპულმა საქართველომ" მიმართეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი