აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე

02 აპრილი 2017, 00:00 2157 ნახვა

დღეს აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, ბათუმში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი. მესამე სკოლაში კედლის მოხატვა იგეგმება, ბათუმის მერია კი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს   დელფინების შოუზე უმასპინძლებს. წელს პირველად, ქალაქის ჯანდაცვის სამსახური ქცევითი რეაბილიტაციის პროგრამას ახორციელებს, რომელშიც 40 ბენეფიციარია ჩართული. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე ყოველი წლის 2 აპრილს აღინიშნება და მისი მიზანი საზოგადეობის ინფორმირებაა. 

ამავე კატეგორიაში