პრეზიდენტის ვიზიტი

31 მარტი 2017, 00:00 1531 ნახვა

ლიტვის მიერ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობას  შეეხო საუბარი  ლიტვაში საქართველოს დელეგაციის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას. ლიტვის პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა. საქართველოს პრეზიდენტი, ლიტვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,  დელეგაციასთან ერთად, ლიტვის პარლამენტის თავმჯდომარეს სამუშაო სადილზე შეხვდა.  მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილეს და საერთაშორისო ორგანიზაციების დონეზე, ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. 

ამავე კატეგორიაში