26 წელი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან 

31 მარტი 2017, 00:00 3082 ნახვა

31 მარტს საქართველოში ორი მნიშვნელოვანი თარიღი აღინიშნება. 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინიციატივით,  ქვეყანაში საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა. შეკითხვას: „ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე“, - მოსახლეობის 98%-მა დადებითად უპასუხა. იმავე წლის 9 აპრილს საქართველოს  უზენაესმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. რეფერენდუმზე საქართველოს დამოუკიდებლობასა და ერთიანობას აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობის უმრავლესობამაც დაუჭირა მხარი.  31 მარტი, საქართველოს პირველი პრეზიდენტის,  ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეცაა.  ის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ 1991 წლის 9 აპრილს პრეზიდენტად აირჩია. სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, 1992 წლის 6 იანვარს  პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა, მომდევნო წლის დეკემბერში კი დევნილობაში გარდაიცვალა. ზვიად გამსახურდია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული. 

ამავე კატეგორიაში