შეხვედრა მოსახლეობასთან

26 მარტი 2017, 00:00 2150 ნახვა

უსაფრთხო საცხოვრებელი, სასმელი წყალი, გზები, გარე განათება და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემები ახალშენის მოსახლეობის მთავარ მოთხოვნად ისევ რჩება. სოფლებში არსებული პრობლემები მუნიციპალიტეტის გამგებელს მათ დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს, გამგებელი ადგილობრივებთან საქმიანობის ანგარიშის წარსადგენად მივიდა. დარჩენილ ვადაში ნადიმ ვარშანიძე ადგილობრივებს პრობლემების მოგვარებას შეძლებისდაგვარად ჰპირდება. გამგებლის საანგარიშო შეხვედრას, ახალშენის ცენტრში საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლესი საბჭოს ქართული ოცნების დეპუტატებიც ესწრებოდნენ.

ამავე კატეგორიაში