სასამართლო   გადაწყვეტილება

24 მარტი 2017, 00:00 2335 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ეკა მიშველაძის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო. მიშველაძის თქმით, სასამართლომ საზოგადოებრივ მაუწყებელს მისთვის კომპენსაციის სახით 30 000 ლარის გადახდა დააკისრა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეკა მიშველაძე სამსახურიდან 2016 წლის თებერვალში გაათავისუფლა. საზოგადოებრივი მაუწყებელი სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. არხის  იურისტის თქმით, ეკა მიშველაძის სარჩელი მხოლოდ გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობისა და კომპენსაციის ნაწილში დაკმაყოფილდა, სხვა ნაწილში - მორალურ ზიანზე, აღდგენაზე, სასამართლომ თქვა უარი. 

ამავე კატეგორიაში