პრეზიდენტის   ვეტო

21 მარტი 2017, 00:00 2308 ნახვა

''ქართული ოცნება'' ვეტოს დაძლევას ამ კვირაში აპირებს. საპარლამენტო ოპოზიცია კი მხარს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უჭერს. ფარული მიყურადების შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს შესახებ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იმსჯელებენ. სამი კვირის წინ დამტკიცებულ ცვლილებათა პაკეტს პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან დაუბრუნა. გიორგი მარგველაშვილის ერთ-ერთი შენიშვნა იმ სააგენტოს უკავშირდება, რომელსაც, კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება ექნება. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კანონის მისაღებად დადგენილი ვადა 31 მარტს იწურება.

ამავე კატეგორიაში