შეხვედრა სამხედრო ფრეგატის ეკიპაჟთან

04 აპრილი 2016, 00:00 25970 ნახვა

არჩილ ხაბაძემ სამხედრო ფრეგატის ეკიპაჟს უმასპინძლა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თურქული სამხედრო გემის მეთაურს და ეკიპაჟის წევრებს შეხვდა. სამხედრო ფრეგატი ბათუმში "ზღვის ვარსკვლავი 2016 წვრთნების" ფარგლებში იმყოფება. გემი ბათუმის პორტში ორდღიანი მეგობრული ვიზიტითაა შემოსული. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე რეგიონის მეთაურმა აჭარის პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობასა და საინვესტიციო ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა. ეკიპაჟის წევრები შეხვედრას ბათუმის მერთანაც გამართავენ. 

ამავე კატეგორიაში