ოჯახში დამზადებული ღვინის ფესტივალი

23 მაისი 2016, 00:00 7146 ნახვა

ოჯახში დამზადებული ღვინის მეცხრე ფესტივალი დასრულდა. გამოვლინდნენ საუკეთესო ღვინის მწარმოებლები, რომლებიც ფესტივალის პარტნიორი კომპანიებისგან ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ. სხვადასხვა ნომინაციაში პრიზები 20-ზე მეტმა მეღვინემ მიიღო. ისინი ფესტივალის საკონკურსო კომისიამ 230-ზე მეტი ღვინის ნიმუშისგან გამოარჩია. წელს პირველად დაჯილდოვდა საუკეთესო ქვევრის ღვინოც. ფესტივალის დასკვნითი ღონისძიების მთავარი სტუმრები ნინო ქათამაძე, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ბათუმელი საოპერო შემსრულებლები და ნიკოლოზ რაჭველი იყვნენ- ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, რომლებმაც დარბაზში შეკრებლ სტუმრებს ქართული კინო მუსიკა შესთავაზეს. ღვინის მეცხრე ფესტივალი ორგანიზატორმა და დამფუძნებელმა -ბათუმ-ლაზეთის მიტროპლიტმა მეუფე დიმიტრიმ შეაჯამა...

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში