ცესკო-ს წინასწარი შედეგები

23 მაისი 2016, 00:00 4255 ნახვა

ცესკოს წინასწარი შედეგებით, 9-დან 7 საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების, 2-ში კი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებმა გაიმარჯვეს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 45-ვე საარჩევნო უბნის მონაცემების შედეგი სპეციალურ ბრიფინგზე დაასახელა. გლდანის მაჟორიტარულ ოლქში ,,ქართული ოცნების" კანდიდატმა ბორია ფირცხელიანმა გაიმარჯვა და მან ამომრჩეველთა 80%-ზე მეტის მხარდაჭერა მიიღო. პირველადი მონაცემების მიხედვით, ,,ქართული ოცნების" კანდიდატებმა გარდაბნის ორივე მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველთა ხმების უმეტესობა მიიღეს. კასპის საარჩევნო ოლქში 65%-იანი მხარდაჭერით ლიდერობს ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ალექსანდრე მერებაშვილი. რაც შეეხება ოზურგეთის ერთ მაჟორიტარულ ოლქს და ზუგდიდს, აქ, წინასწარი მონაცემებით, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებმა, ბესიკ ქათამაძემ და ვარადებული ლაშხიამ გაიმარჯვეს. ოზურგეთის მეორე მაჟორიტარულ ოლქში ,,ქართული ოცნების" კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე ლიდერობს. ხობის მაჟორიტარულ ოლქში 100% მხარდაჭერით ,,ქართული ოცნების" კანდიდატი კობა კაკულია გავიდა...

ამავე კატეგორიაში