''ენმ'' ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე 

16 მარტი 2017, 00:00 3526 ნახვა

გონიოს სანაპირო ზოლი მოუწესრიგებელია- განცხადებას ნაციონალურ მოძრაობაში აკეთებენ. ნინო ჯინჭარაძის თქმით სანაპირო ზოლში ინფრასტრუქტურა გაუმართავია, დაზიანებულია პრომინადი, რასაც ანტისანიტარია ემატება. მისივე თქმით, ტურისტული სეზონის წინ ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა.   ნაციონალური მოძრაობის წევრი აჭარის მთავრობას მიმართავს, თუმცა მთავრობაში კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებენ. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში