დისკუსია  გონიოს  მიწებზე

16 მარტი 2017, 00:00 3398 ნახვა

გონიოში მიწის ნაკვეთების საკუთრებასთან დაკავშირებით დისკუსია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს იურისტი ანა ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ სპეციალურად დაკომპლექტებულმა მიწის აღიარების კომისიამ სამართლიანი გადაწყვეტილება არ მიიღო, რომლითაც მოქალაქეები  საკუთრების მოწმობის აღებას შეძლებდნენ. პრობლემა გონიოში მცხოვრებ 271 ოჯახს ეხება. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, აქედან 105 ოჯახს საკუთრება აღუდგინეს, თუმცა საჯარო რეესტრმა დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე მიწა მხოლოდ 12 ოჯახს დაურეგისტრირა. საკრებულოს პოზიციას მომდევნო გამოშვებაში შემოგთავაზებთ.  დისკუსია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ და საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს რეგიონული წარმომადგენლობის  ორგანიზებით გაიმართა.

ამავე კატეგორიაში