სანაპირო ზოლის დასუთავება

22 მაისი 2016, 00:00 2897 ნახვა

ევროპის დღეების ფარგლებში დღეს ბათუმში სანაპირო ზოლი დასუფთავდა. აქციაში "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" წევრები, დასუფთავების სამსახურისა და ბათუმის მერიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ევროპის დღეების ფარგლებში, რომელიც 24 მაისამდე გაგრძელდება, უკვე მოეწყო კულტურული შემეცნებითი და სპორტული აქტივობები. დასუფთავების აქცია "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" ორგანიზებითა და თვითმართველობის მხარდაჭერით გაიმართა.

ამავე კატეგორიაში