მოსახლეობა სატელეფონო ანძის დადგმას აპროტესტებს

22 მაისი 2016, 00:00 3404 ნახვა

ჰაიდარ აბაშიძისა და ჩოლოყაშვილის ქუჩების კვეთაში ადგილობრივები კერძო სახლზე ჯეოსელის ანძის დადგმას აპროტესტებენ და მის დემონტაჟს მოითხოვენ. მოსახლეობის ინფორმაციით, ანძას რადიაციული გამოსხივება აქვს და სიცოცხლისთვის სახიფათოა. როგორც ისინი ამბობენ კომპანიამ აღნიშნული მოწყობილობა, რამდენიმე დღის წინ დაამონტაჟა. სახლის მეპატრონის ინფორმაციით კომპანიას მონტაჟის სამუშაოები არ დაუსრულებია და ანტენა ჩართული არ არის.

ამავე კატეგორიაში