''ნაციონალური მოძრაობის'' განცხადება ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე

14 მარტი 2017, 00:00 3456 ნახვა

 ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრის ნინო ჯინჭარაძის განცხადებით, გონიოში ტურისტული ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაშია.  დაზიანებულია სასეირნო პლომინადი, არ არის გარე განათება და ველო ბილიკი. მისი თქმით, აქ ღამით კრიმინალურ გარჩევებსაც აქვს ადგილი. ნინო ჯინჭარაძეს შენიშვნები ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტის მიმართაც აქვს. მისი თქმით, უწყება თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ბრალდებებს ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი პასუხებს. მისი თქმით, მას ბიუჯეტი უკვე დამტკიცებული დახვდა. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ ნაწილს, სულხან ღლონტი ამბობს, რომ ეს დეპარტამენტის კომპეტენციას სცილდება. 

ამავე კატეგორიაში