12 მარტს დაკავებული მოქალაქეების საქმის განხილვა

14 მარტი 2017, 00:00 3984 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში განახლდა 12 მარტს დილის საათებში დაკავებული მოქალაქეების საქმის განხილვა. მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე ნარიმან ლომინაძის და ზაზა ქოქოლაძის საქმეს განიხილავს. არცერთი ბრალდებული არ არის რეგისტრირებული ბათუმში. ნარიმან ლომინაძე ამბობს რომ ბათუმში თეთრიწყაროს რაიონის სოფ. წინწყაროდან ჩამოვიდა და ქალაქში პირად საქმეზე იმყოფებოდა. ზაზა ქოქოლაძე კი ამბობს რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭახელაში ცხოვრობს და ბათუმში დემონსტრაციაზე ახლობლებთან ერთად, ნათესავების მოსაძებნად ჩამოვიდა. ორივე პირს ბრალად ედება წვრილმანი ხულიგნობა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
 

თეონა ბაკურიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი