ეუთო-ს თავმჯდომარეობის პრესსპიკერის განცხადება

08 მარტი 2017, 00:00 1901 ნახვა

ეუთოს თავმჯდომარეობამ შეშფოთება გამოხატა საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა მის ნეგატიურ შედეგებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, - ამის შესახებ ეუთოს თავმჯდომარეობის პრესსპიკერმა განაცხადა. მის განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ ამ გადაწყვეტილებას არაერთი ნეგატიური შედეგი მოჰყვება, პირველ რიგში, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილებისთვის. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ არსებითი დიალოგისა და სწრაფი და პრაგმატული გადაწყვეტილებებისკენ, რათა თავიდან იყოს აცილებული ის შედეგები, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე შეიძლება აისახოს“,-განაცხადა ეუთოს თავმჯდომარეობის პრესსპიკერმა. ეუთოს თავმჯდომარეობამ ხაზი გაუსვა ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების, როგორც კონსტრუქციული ჩართულობის პლატფორმის, მნიშვნელობას.

ამავე კატეგორიაში