სადაო სახლზე გადაწყვეტილების გამოცხადება გადაიდო 

07 მარტი 2017, 00:00 2307 ნახვა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ  დღეს გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო.    საქმე ეხება ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე მდებარე ბინას, რომელიც წლების წინ  სახელმწიფომ მოქალაქე მერაბ ბლადაძეს ჩამოართვა მოგვიანებით კი სიმბოლურ ფასად საკონსტიტუციო სასამართლოს მაშინდელ თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს გადასცა.  გადაწყვეტილების გამოცხადების გადადების მიზეზად ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა, რამაც ბლადაძის ინტერესების დამცველს კითხვები   გაუჩინა. დავა სააპელაციო სასამართლოში უკვე 5 თვეა გრძელდება. მხარეები საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯოდოამრე გიორგი პაპუაშვილი, მოქალაქე  მერაბ ბლადაძე და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროა. ვის საკუთრებაში დარჩება სადავო ბინა -  სასამართლო გადაწყვეტილებას დაახლოებით ერთი თვის ვადაში გამოაცხადებს. 

ამავე კატეგორიაში