შეზღუდული   წყალმომარაგება 

07 მარტი 2017, 00:00 3235 ნახვა

 მესამე დღეა ქობულეთის  მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება. შპს “ქობულეთის წყლის” ინფორმაციით, პრობლემა წყლის ცენტრალური მილის დაზიანებამ შექმნა. მოსახლეობას მოკლე ტექსტური  შეტყობინებით აცნობეს რომ დღეს წყლის მიწოდება აღდგებოდა, მილის შეკეთება ამ დრომდე მიმდინარეობს.  წყლის პრობლემის გამო მე 2 და მე 4 ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა. წყალმომარაგება დღის ბოლომდე უნდა აღდგეს.

ამავე კატეგორიაში