დედის დღე

03 მარტი 2017, 00:00 3112 ნახვა

დედის დღეს ულოცავს ყველა დედას და განცხადებას ავრცელებს სახალხო დამცველი: მარტოხელა და მრავალშვილიანი დედები საქართველოში არსებული სოციალური და კულტურული რეალობიდან გამომდინარე, ხშირად დგანან გენდერული უთანასწორობით გამოწვეული პრობლემების წინაშე. ამიტომ, სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან მეტ ყურადღებას და ხელშეწყობას საჭიროებენ, რათა სრულყოფილად იყოს დაცული მარტოხელა მშობლებისა და მრავალშვილიან ოჯახებში მცხოვრებ ბავშვთა უფლებები. სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად მუშაობს საქართველოს პარლამენტთან და სხვა შესაბამის უწყებებთან, რათა დაიხვეწოს და დარეგულირდეს სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესი. ვფიქრობ, რომ მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭება მხოლოდ მაშინ, თუ ბავშვის დაბადების მოწმობაში დედის/მამის შესახებ არ არის ჩანაწერი, არ ასახავს ამ საკითხის ირგვლივ არსებულ რეალობას. ასევე, მნიშვნელოვანია გადაიხედოს მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძვლები და დაიხვეწოს ისე, რომ მარტოხელა მშობლებს გავუადვილოთ სამართლებრივ და სოციალურ ურთიერთობებში შესვლა ბავშვების საუკეთესო ინტერესების დასაცავად - წერია სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

ამავე კატეგორიაში