''ხელოვანთა  მობილობის  კონკურსის''  შედეგები 

02 მარტი 2017, 00:00 6791 ნახვა

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის საბავშვო თეატრალური დასი გასტროლით საერთაშორისო ფესტივალზე მიემგზავრება. დასი სპექტაკლს ''პეპი გრძელი წინდას'' ახალი ინტერპრეტაციით წარადგენს. შემოქმედებითი ჯგუფი თურქეთში ფესტივალზე აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მიემგზავრება. დაფინანსება უწყების პროგრამის ''ხელოვანთა მობილობის კონკურსის'' ფარგლებში მოიპოვეს. კონკურსი გრძელდება, განაცხადების მიღება ყოველი თვის დასაწყისშია შესაძლებელი, შემდეგ კი კომისია გამარჯვებულებს გამოავლენს. პროგრამის ბიუჯეტი 95 ათასი ლარია, ინდივიდუალურად გასაცემი მაქსიმალური თანხა კი დაახლოებით ათი ათასი ლარი. 

ამავე კატეგორიაში