რატომ  წავიდა  სოსო   ოხანაშვილი?

27 თებერვალი 2017, 00:00 2856 ნახვა

„გამოძიების პროცესში ვერავის დაკავებას ვერ გამოვრიცხავ“ - ასე უპასუხა მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძემ ჟურნალისტების კითხვას, რამდენად მოსალოდნელია პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის სოსო ოხანაშვილის დაკავება. დაცვის სამსახურის უკვე ყოფილი უფროსი, გუშინ რუსთავი ორისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ არ არის გამორიცხული იგი დააკავონ. ოხანაშვილის მტკიცებით არის მცდელობა რომ იგი დააკავშირონ გიორგი მამალაძის საქმესთან.  მისივე განცხადებით საპატრიარქოში პროცესები გარედან იმართება. ოხანაშვილი ზურაბ ბუჩუკურმა ჩაანაცვლა.  მამა გიორგი ზვიადაძე ამბობს, რომ ცვლილება პატრიარქის ლოცვა-კურთხევით განხორციელდა.

ამავე კატეგორიაში