უვიზო მიმოსვლის რეჟიმი  მარტის ბოლოდან  ამოქმედდება

27 თებერვალი 2017, 00:00 1752 ნახვა

“გილოცავთ და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება”ასე    მოგვილოცა  საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება  ევროკომისარმა მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში.  დიმიტრის ავრამოპულოსის განცხადებით დღეს არის ისტორიული დღე რადგან ეს არის საბოლოო შეთანხმება. ის ამბობს, რომ  რამდენიმე დღეში დასრულდება ფორმალური მხარე და საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში  უვიზოდ მიმოსვლას მარტის ბოლოდან შეძლებენ. დღევანდელ დღეს ულოცავს მოსახლეობას ქვეყნის პრემიერ მინისტრიც. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით ეს გადაწყვეტილება არის ხელსაყრელი რამდენიმე მიმართულებით. მთავრობის მეთაურმა ერთობლივ პრესკონფრენციაზე ასევე დეტალურად ისაუბრა იმ რეგულაციაზე, რომელშიც დღეს სწორედ ცვლილება შევიდა. პრემიერ მინისტრის თქმით, 1 მარტს ხელი მოეწერება განახლებულ რეგულაციას, შემდეგ ის გამოქვეყნდება ჟურნალში და სწორედ ამ პროცესიდან 20 დღის შემდეგ უვიზო მიმოსვლა ძალაში შევა. 

ამავე კატეგორიაში