''ნაციონალური  მოძრაობა''   ნუგზარ  სურმანიძეს წინააღმდეგ  

27 თებერვალი 2017, 00:00 2815 ნახვა

უმაღლესი საბჭოს წევრი გიორგი დიასამიძე ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს ნუგზარ სურმანიძეს, კომპანია “ვიტაფარმის” ლობირებაში ადანაშაულებს. ნაციონალური მოძრაობის წევრის თქმით, 2013-16 წლებში კომპანიას ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში  13 ტენდერი აქვს, მოგებული ისე რომ კონკურენტი არ ჰყოლია. ბრალდებებს ნუგზარ სურმანიძე პასუხობს და ამბობს, რომ თუკი გიორგი დიასამიძეს მსგავსი ფაქტები აქვს შესაბამის ორგანოებს უნდა მიმართოს. ის განმარტავს, რომ “ვიტაფარმში” 10 პროცენტიანი წილის მფლობელი  1997 წლიდან და ამ კომპანიისგან დივიდენტი მარტო გასულ წელს მიიღო.  სურმანიძის თქმით, მას კომპანიის შიდა სამზარეულოსთან ხელი არ მიუწვდება. გარდა ამისა განმარტავს, რომ კომპანიის მიერ მოგებული ყველა ტენდერი ელექტრონული იყო, სადაც ყოველგვარი ლობირება და ზეგავლენის მოხდენა გამორიცხულია.

ამავე კატეგორიაში