პატრიარქის ქადაგება

26 თებერვალი 2017, 00:00 2482 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, სამების საკათედრო ტაძარში შენდობის წესი აღავლინა.  ილია მეორეს დაცვის უფროსი, სოსო ოხანაშვილი თან არ ახლდა. პატრიარქის დაცვას სამების ტაძარში ზურაბ ბუჩუკური უზრუნველყოფდა. გავრცელებული ინფორმაცია, ოხანაშვილის ბუჩუკურით ჩანაცვლების შესახებ რამდენიმე წუთის წინ “კვირის მოამბესთან” საუბრისას მამა გიორგი ზვიადაძემ დაადასტურა. პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებს მცირედი ქადაგებით მიმართა. “ადამიანი ხატია ღვთისა, მაგრამ არის დიდი ბრძოლა ადამიანში. მან უნდა აირჩიოს თავისი ადგილი ამ ბრძოლის დროს. ღმერთი არ სჯის ადამიანს, ხშირად ადამიანი სჯის თავის თავს.” - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.  

ამავე კატეგორიაში