გიორგი მამალაძე ხვალ დაიკითხება

26 თებერვალი 2017, 00:00 2133 ნახვა

დეკანოზ გიორგი მამალაძეს დაკავებიდან მეჩვიდმეტე დღეს, ხვალ დაკითხავენ. ბრალდებულმა დუმილის დარღვევა პატრიარქის საქართველოში დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა, თუმცა პარასკევს პროკურატურამ ე.წ. მატროსოვის ციხე ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დატოვა. დღეს, დაკავებული სახალხო დამცველის სპეციალურმა წარმომადგენელმა მოინახულა. მისი განცხადებით დეკანოზის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და იგი მზად არის ჩვენების მისაცემად. დეკანოზის უსაფრთხოების დაცვაზე ადვოკატები რამდენიმე დღეა საუბრობენ. ბრალდებულის ინტერესების დამცველები უარყოფენ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს მათ დეკანოზს ჩვენების მიცემა ხუთჯერ შესთავაზეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი